მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი იუბილარია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკას დედა, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე წერს და აღნიშნავს, რომ ნანუკა უკეთილშობილესი ადამიანია, რომელიც იმსახურებს, რომ კარგი ადამიანის გარემოცვა ჰყავდეს.
„Nanuka Gogichaishvili💕 HB ჩემს დიდ გოგიჩას გაუმარჯოს, „მამას ჟიფარის“ როგორც გოგიჩა ეფერებოდა! მგონი წელს ჩემი შვილი თავიდან აღმოვაჩინე, ისეთი შეძლო და ისეთები აკეთა, ჩემს ძალებსაც აღემატება არ ავღნიშნო, ამხელა ნებისყოფა, შრომა, მიზანდასახულობა და ამდენი ადამიანისთვის უდიდესი ბედნეირების მონიჭება შეძლო, მართლა ყველა გაგვაკვირვა…
„აივი, ავა და მე“ – ამ ზღაპარმა ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში ახალი სხივი გააჩინა, სხვა ძალა მოგვცა და ჩვენი კავშირი კიდევ უფრო სხვა ფერი გახადა… ბევრი მინდა ვისაუბრო, მაგრამ როგორც ყოველთვის მაინც მერიდება ხოლმე, ამიტომ მიეჩვია კიდეც და თავად აკეთებს უკვე წლიდან წლამდე გასაოცარ ამბებს!
მთავარი კი რაც მაჩუქა, წარმოუდგენელი აივი და ავაა !!!! ბევრი ბედნიერი წელი, შემოქმედებით, რეალიზებული მიზნებით, თვითდაჯერებით, წარმატებით და დიდი სიყვარულით როგორიც იცი და შეგიძლია! უკეთილშობილესი ადამიანი ხარ დე და მინდა რომ შენს გარშემო ბევრი კარგი ადამიანი ტრიალებდეს! შენს დაბადებას გაუმარჯოს დე!!!“, – წერს ნათია ბანძელაძე.
