LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროექტი, რომელსაც ჩემს შვილებთან და ბებიასთან ერთად ვქმნი. დღეს კი ის დიდ ეკრანზე გაცოცხლდა. მადლობა ჩემს გუნდს და პარტნიორებს“ – ნანუკა გოგიჩაიშვილის იუთუბ საბავშვო პროექტის პრემიერა

1187
ნანუკა გოგიჩაიშვილი

„კავეაში“ იუთუბ საბავშვო პროექტის აივი ავა და მე Ivy Ava & Me  მესამე სეზონის საზეიმო ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ბავშვები, ისე შემოქმედებითი გუნდის წევრები.

ადგილზე წარმოდგენილი იყვნენ პროექტის პერსონაჟები, თავად აივი, ავა და მეკო ბებო, რამაც შეხვედრას ინტერაქტიული ხასიათი შესძინა.

ღონისძიების შემდეგ ნანუკა გოგიჩაიშვილმა შემოქმედებით გუნდს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა მეგობრებო, რომ გამონახეთ დრო და გვესტუმრეთ. ეს დღე თქვენით შედგა. მადლობა პატარა აივის და ავას, 2 და 4 წლის იყვნენ, რომ დავიწყეთ ეს დიდი საოჯახო ამბავი და მათ შრომისუნარიანობას, მოთმინებას და პროფესიონალიზმს არ აქვს საზღვარი“,

როცა შენი შექმნილი საბავშვო შოუს პრემიერა კინოთეატრშია.

„Ivy, Ava & Me“ – პროექტი, რომელსაც ჩემს შვილებთან და ბებიასთან ერთად ვქმნი. დღეს კი ის დიდ ეკრანზე გაცოცხლდა. მადლობა ჩემს გუნდს და პარტნიორებს“, – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნანუკა გოგიჩაიშვილი ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და თავისი YouTube -გადაცემა დაიწყო. ამის შესახებ ნანუკამ ექსკლუზიურად „ფორტუნასთან“ ისაუბრა.

ნანუკამ პოდკასტი გასულ წელს გაგვიზიარა რომელიც, როგორც თავად ამბობს, მისი მესამე შვილია. გადაცემა ნამდვილად ზღაპრულია და მასში ნანუკას გარდა, მონაწილეობენ მისი ქალიშვილები და ბებია.

„ხვალ დიდი დღე გვაქვს – აქ მთავარი ამბავი ნანუკას გამბედაობაა, გოგიჩობაა და თქვენ ხართ ადამიანებო!“: რა სიახლის შესახებ გვიყვებიან ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნათია ბანძელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები