LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთმა საოცარმა ნანამ შექმნა სიყვარულის ახალი პლანეტა „გოგიჩები“ – მე ჩემმა პატარა პრინცმა მაჩუქა ეს სამყარო, ეს პრინცი კი მან შექმნა ასე ყველას რომ გვიყვარს“ – ნათია ბანძელაძე დედამთილის იუბილეს აღნიშნავს

407
ნათია ბანძელაძე

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს რომ მისი დედამთილი, მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის დედა, ნანა დათუნაშვილი იუბილარია და 85 წელი შეუსრულდა. 

ნათია ბანძელაძე მადლობას უხდის ნანა დათუნაშვილს ყველაფრისთვის და აღნიშნავს, რომ წინ კიდევ ბევრი თავგადასავალი ელოდებათ. 

„Nana Datunashvili 💕💕💕💕💕საოცარი 85!!!!  ასეთმა საოცარმა, 23 წლის ნანამ შექმნა სიყვარულის ახალი პლანეტა „გოგიჩები“ ასე გახდა და დღემდე ატრიალებს თავის სიძლიერით, სიყვარულით ამ სამყაროს და გვაგროვებს და გვიფრთხილდება, გვასწავლის, გვინათებს, იმედს და მაგალითს გვაძლევს ადამიანობის და სიკეთის! მე ჩემმა პატარა პრინცმა მაჩუქა ეს სამყარო, ეს პრინცი კი მან შექმნა ასე ყველას რომ გვიყვარს და ახლა უფრო მეტნი და მეტნი ვართ ჩვენს პლანეტაზე, რომლის დედაბოძია ეს გოგო!!!

85 წლიდან ჩემიც არ არის ცოტა, როცა მეც დავიმისე და ერთი სხეული გავხდით სიხარულშიც და ტკივილშიც!!! მეიმედები ჩემო გოგო, არც ვიცი ეს სამყარო რანაირია თუ არა ასეთი, როგორშიც ვართ ყველა ერთად ! მადლობა ყველაფრისთვის! გვიყვარხარ და აბა შენ იცი წინ კიდევ ბევრი კარგი თავგადასავალი გვაქვს!“, – წერს ნათია ბანძელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g