LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-მ თავისი ელიტური სმარტფონი წარადგინა

52

მოსკოვი პირველი ქალაქი გახდა, სადაც Tonino Lamborghini-ის სმარტფონის პიარკამპანია დაიწყო. სწორედ რუსეთის შემდეგ იხილავენ სიახლეს სამხრეთ კორეაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთში.

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 1981 წელს დიდი ფერუჩო ლამბორგინის ვაჟმა ტონინომ კომპანია Tonino Lamborghini Group დააფუძნა, რომელმაც მდიდრული აქსესუარების დიზაინზე დაიწყო მუშაობა, ასევე დაკავდა სასტუმროების ბიზნესითა და მეღვინეობით. ფირმა ცდილობდა მაქსიმალურად შორის ყოფილიყო Automobili Lamborghini-სგან , რომელსაც 1998 წლიდან კონცერნი Audi ფლობს.

მიუხედავად ამისა, მათ ”განრისხებული ხარი” და ის აუდიტორია აერთიანებთ, რომელზე ორიენტირებასაც სპორტული სუპერქარებისა და მოდური აქსესუარების  მწარმოებლები ახდენენ.

”სმარტფონი Alpha One მოწინავე მობილურ ტექნოლოგიებსა და უნიკალურ ფუნქციებს განუმეორებელ სტილთან და ბრენდის დიზაინთან ერთად აერთიანებს” – ამბობს ბაბუის მოსახელე, ტონინო ლამბორგინის ვაჟი და კომპანიის ვიცე პრეზიდენტი.

სმარტფონი აღჭურვილია უახლესი პროცესორით Qualcomm Snapdragon 820, ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბაიტს შეადგენს, მონაცემთა შესანახად კი 64 გიგაბაიტია გათვალისწინებული.

Alpha One-ს აქვს თითის ანაბეჭდის სკანერი, 5,5 დიუიმიანი AMOLED დისპლეი, მოცულობითი ჟღერადობის სისტემა Dolby Surround და მაღალი გაფართოების კამერები – ძირითადი 20 მეგაპიქსელით და ფრონტალური 8 მეგაპიქსელით.

მთავარი ის არის, რომ დიზაინი გაჯეტს მოდურ აქსესუარად აქცევს, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება ახალგაზრდა, ენერგიულ და სპორტული ავტომობილის შეძლებულ მფლობელს. სმარტფონის კორპუსი ე.წ. ”თხევადი ლითონისგან” არის დამზადებული, რომელიც მაღალ გამძლეობას, კოროზიის მიმართ მდგრადობას  და მსუბუქ წონას გულისხმობს.

ის ბევრად გამძლეა, ვიდრე ტიტანი და ის ხშირად გამოიყენება ქირურგიული ინსტრუმენტებისა და სუპერქარების დასამზადებლად.

Alpha One-ის უკანა ზედაპირი უთხელესი იტალიური ტყავით არის დაფარული, ხოლო ნაკერები, ხელით, ორმაგი ოქროს ძაფით არის გაკეთებული. ასევე დატანილია სახელგანთქმული ლოგოტიპი Raging Bull Tonino Lamborghini.

წლის ბოლოს Tonino Lamborghini ლუქსის კლასის სხვა სიახლეებს, სმარტ-საათებსა და გარე აკუმულატორებს წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები