LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი ყველას ქალაქია, გარდა სიძულვილისა, გარდა დაპირისპირებისა. ამ ქალაქში ყველამ სიამაყით უნდა ვიცხოვროთ“ – ნიკა მელია

120
ნიკა მელია

„მივესალმები ქალაქს, რომელმაც იცის ცვლილების დრო, ქალაქი, რომელმაც ცვლილების ფასი იცის, თბილისი ეს არის ადგილი, რომელსაც შესწევს ძალა ცვლილების, თბილისს სურს ცვლილებები“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „თბილისი ყველას ქალაქია, გარდა სიძულვილისა, გარდა დაპირისპირებისა, ამ ქალაქში ყველამ სიამაყით უნდა ვიცხოვროთ“.

„მივესალმები ქალაქს, რომელმაც იცის ცვლილების დრო, ქალაქი, რომელმაც ცვლილების ფასი იცის, თბილისი ეს არის ადგილი, რომელსაც შესწევს ძალა ცვლილებისთვის. თბილისს სურს ცვლილებები. ქვეყანაში ორჯერ მეტია, ვისაც სურს ცვლილებები და არა ჩანაცვლება. ჩვენი კოალიციის საარჩევნო #4-ით სურს სისტემური ცვლილები. სწორედ ამიტომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ამომრჩევლებთან შეხვედრას და დავიწყეთ ორი განსხვავებული და ძვირფასი უბნით – ეს არის ისანი და სამგორი. თბილისი ყველას ქალაქია, გარდა სიძულვილისა, გარდა დაპირისპირებისა, ამ ქალაქში ყველამ სიამაყით უნდა ვიცხოვროთ. ყველას შვილებმა ერთად უნდა იცხოვროს. ჩვენ გვინდა კოალიციური ხელისუფლება, რატომ #4 ნომერი და კოალიცია „ცვლილებისთვის“ – პირველი – ჩვენ ვართ პრინციპის ერთგულები, ქალაქი თბილისი არის ამაყი ქალაქი, ის არ მიიღებს არასწორ დირექტივებს, 26 ოქტომბერს ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე“, – განაცხადა მელიამ.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g