ლეგენდარული სოფი ლორენი 90 წლის გახდა.
მსოფლიო ვარსკვლავის დაბადების დღეზე მისი ქართველი სარძლო მარიამ შარმანაშვილი იმყოფებოდა.
მარიამი იუბილის კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
„ახლა კი გაგიზიარებთ მნიშვნელოვან კადრებს ქალბატონ სოფიას დაბადების დღიდან და ჩემთან ერთად გამოგზაურებთ.
მნიშვნელოვან საღამოს ესწრებოდნენ მხოლოდ ქალბატონ სოფიას ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები“, – წერს მარიამ შარმანაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სოფი ლორენის ვაჟმა, კარლო პონტიმ მარიამ შარმანაშვილს დედის დაბადების დღეზე ხელი სთხოვა.