ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ცხედარი მეზობელმა ტყეში წაბლის შეგროვების დროს იპოვა.
სავარაუდოდ, მას გარეული მხეცების ძალადობის კვალი ატყვია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ოჯახის წევრები მამაკაცს თვეზე მეტი ეძებდნენ.