„ჩემი შვილი მკვდარი იყოს მირჩევნია, კესარია ცოცხალი და ბექა მკვდარი“, – ამ კომენტარით უპასუხა მედიას 37 წლის წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის დედამ, ნინო ლომაიამ.
მოკლე კომენტარით, ნინო ლომიძემ ტვ „რუსთავი 2“-ს უპასუხა, თავად ბრალდებულმა კი აღიარებითი ჩვენების შემდეგ, სასამართლო სხდომაზე დუმილი უფლება გამოიყენა. წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის, 7 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ვიდეო: „ჯაიანი დედამისის ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა კესოს, სადაც ტიროდა, შვილს ეუბნებოდა, ეს რა გააკეთე, მეც და მამაშენიც თავს მოვიკლავთო. მეზობლებს როგორ ჩავხედოთ თვალებშიო“ – კესარია აბრამიძის მეგობრები ჯაიანთან ურთიერთობის დეტალებზე
„ჯაიანი დედამისის ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა კესოს, სადაც ტიროდა, შვილს ეუბნებოდა, ეს რა გააკეთე, მეც და მამაშენიც თავს მოვიკლავთო. მეზობლებს როგორ ჩავხედოთ თვალებშიო“ – კესარია აბრამიძის მეგობრები ჯაიანთან ურთიერთობის დეტალებზე
ცნობისთვის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი, ბექა ჯაიანია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
პროკურატურის ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა აქვს მიყენებული. აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.