LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტზე“ იმსჯელებენ – რა საკითხებს მოიცავს კანონპროექტი

111
აშშ-ის სენატი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტს, „ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავს – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრით, კომიტეტის წევრი სენატორები გადაწყვეტენ, გადასცენ თუ არა კანონპროექტი სენატს სრული განხილვისა და გენერალური კენჭისყრისთვის.

შეგახსენებთ, „ქართველი ხალხის აქტი“ მოიცავს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებს იმ პირებისთვის, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g