ბლოგერი ნანა აროშიძე, რომელსაც მოგზაურობამ სიყვარული, ილო ლობჟანიძე აპოვნინა და თბილისიდან მაღალმთიან რაჭაში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა რამდენიმე ხნის წინ დედა გახდა.
წყვილს ბიჭი შეეძინა, რომელიც დღეს მონათლეს.
ნათლობის ფოტოებს ნანა სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს.
„24.09.2024 – დათი გაქრისტიანდა, დავით აღმაშენებლის სახელი დაენათლა. ისეთი სერიოზულობით უსმენდა და აკვირდებოდა მთელ პროცესს, თითქოს იგებდა, რა ხდებოდა.
მოვა დრო და მოგიყვებით, რა საოცარი დღე გვაჩუქე, დე“, – წერს ბლოგერი.
ვიდეო: „და, ჩვენ შევხვდით…“ – ბლოგერი ნანა აროშიძე დედა გახდა | რა დაარქვეს პატარას