LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ჯაფარიძე: „რაჟდენ კუპრაშვილის მიხედვით, ტეილორ სვიფტიც პოლიტიკური აქტორია“

118
ბადრი ჯაფარიძე

„რაჟდენ კუპრაშვილის მიხედვით, რობერტ დენიროც პოლიტიკური აქტორია. ასევე, ტეილორ სვიფტიც, რომელმაც ახლახან ერთ-ერთ კანდიდატს მხარი დაუჭირა“, – ამის შესახებ კომენტარი კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას გამოეხმაურა.

ბიუროს განცხადების თანახმადაც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები არიან და მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.

ზაალ ანჯაფარიძე: „როდესაც პლატფორმა „აირჩიე ევროპა“ დაფუძნდა, მათ პრეზენტაციაზე დამსწრეთა შემადგენლობიდან გამომდინარე ყველას შეეძლო ენახა, რომ ეს იყო სამოქალაქო ორგანიზაციის საფარველით შენიღბული პოლიტიკური სტრუქტურა“

შესაბამისად, ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს ფინანსური ანგარიშები წარუდგინონ, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება.

ანტიკორუფციული ბიუროს დასაბუთების მიხედვით, ეს ორგანიზაციები აკეთებენ განცხადებებს და ატარებენ ღონისძიებებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ აირჩიონ  „ქართული ოცნება”.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ამ ლოგიკით, ნებისმიერი ადამიანი, „რომელიც მხარს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს, პოლიტიკურ აქტორად უნდა ჩაითვალოს”.

„მაგალითად: რაჟდენ კუპრაშვილის მიხედვით, რობერტ დენიროც პოლიტიკური აქტორია. ასევე, ტეილორ სვიფტიც, რომელმაც ახლახან ერთ-ერთ კანდიდატს მხარი დაუჭირა.

ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც არანაირი ნება თავისი არ აქვს და ის არის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მართული, რომლის ამოცანაა ანტიკორუფციული ბიურო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნისთვის გამოიყენოს და არა კორუფციული ფაქტების გამოსავლენად”. – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები