LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ ანჯაფარიძე: „როდესაც პლატფორმა „აირჩიე ევროპა“ დაფუძნდა, მათ პრეზენტაციაზე დამსწრეთა შემადგენლობიდან გამომდინარე ყველას შეეძლო ენახა, რომ ეს იყო სამოქალაქო ორგანიზაციის საფარველით შენიღბული პოლიტიკური სტრუქტურა“

296
ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“.

ანტიკორუფციულმა ბიურომ „TI საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნო – რა ნაბიჯები გადაიდგმება, თუ ორგანიზაციები 5 დღის ვადაში ფინანსურ ანგარიშებს არ წარადგენენ

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, როდესაც პლატფორმა „აირჩიე ევროპა“ დაფუძნდა, მან საჯაროდ დასვა კითხვა მათი დაფინანსების წარმომავლობაზე, რადგან საქართველოს 200 ქალაქის და სოფლის მოვლა და იქ აგიტაცია-პროპაგანდა, საკმაოდ დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.

„როდესაც პლატფორმა „აირჩიე ევროპა“ დაფუძნდა, და მათ პრეზენტაციაზე დამსწრეთა შემადგენლობიდან გამომდინარე, ყველას შეეძლო ენახა, რომ ეს იყო სამოქალაქო ორგანიზაციის საფარველით შენიღბული პოლიტიკური სტრუქტურა, საჯაროდ დავსვი კითხვა მათი დაფინანსების წარმომავლობაზე. რატომ?

იმიტომ, რომ მათი ე.წ. „ევრომობილით“ საქართველოს 200 ქალაქის და სოფლის მოვლა და იქ აგიტაცია-პროპაგანდა, საკმაოდ დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. სწორედ ამ ხარჯების გამჭვირვალობაზეა საუბარი“. – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

„ეს არის ხელისუფლების პასუხი იმ კამპანიაზე, რომლის მთავარი მიზანია, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ხმა მისცენ საქართველოს ევროპულ მომავალს… ჩვენ კონსტიტუციის შესაბამისად ვმოქმედებთ“ – გიგაური ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g