ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი პირი.
არსებული ცნობითვე, ავტომობილი რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, რა დროსაც ორი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.