LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: GAC-მა Huawei-მ თავისი პირველი ავტომობილი წარადგინეს

114
GAC-მა Huawei-მ თავისი პირველი ავტომობილი წარადგინეს

GAC-მა და Huawei-მ ერთობლივი შრომის პირველი შედეგი წარადგინეს. პარტნიორებმა ჩინეთში შოუ-ქარი 1Concept წარადგინეს – დიდი ზომის პრემიუმ-სედანი, რომელმაც Huawei-ს ავტოპილოტი, GAC-ის უახლესი დიზაინი და 800 ძალის ჰიბრიდული  აგრეგატი მიიღო. ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ კონცეპტია და მახასიათებლების შესახებ ცოტა რამ თუა ცნობილი.

მოდელის სერიულმა ვერსიამ დღის შუქი 2025 წლის პირველ კვარტალში უნდა იხილოს, შემდეგ კი ჩინური კომპანიების კიდევ 2 მოდელის პრემიერაა დაგეგმილი.

GAC Trumpchi 1 Concept სიგრძეში 5,1 მეტრია, საბურავების დისკების დიამეტრი 21 დიუმს შეადგენს.

მწარმოებელმა სედანი სისტემა Super Range Extension-ით და 3 ძრავით აღჭურვა. დამატებული აქვს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ძრავის ჩართვა-გამორთვის პროცესს აკონტროლებს. ავტომობილის ხმაური და ვიბრაცია 30%-ითაა შემცირებული, საწვავის მოხმარება 15%-ით, ხოლო სვლის მარაგი 12%-ითაა გაზრდილი და 300 კილომეტრს აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები