LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ ბანერებზე: ძალიან კარგად იციან რადიკალებმა ის, რომ ისინი არიან „ომის პარტიის“ წარმომადგენლები და ძალიან კარგად იციან საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, რომ სწორედ მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა არის, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა უკვე 12 წლის განმავლობაში

135
გივი მიქანაძე

ძალიან კარგად იციან რადიკალებმა ის, რომ ისინი არიან „ომის პარტიის“ წარმომადგენლები და ძალიან კარგად იციან პირველ რიგში ჩვენმა საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, რომ სწორედ მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა არის, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა უკვე 12 წლის განმავლობაში,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის შეკითხვას „ქართული ოცნების“ ბანერებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე.

მისივე თქმით, ზემოთ ხსენებული ბანერები ასახავს თუ რაზეა ორიენტირებული და რა კონკრეტული, ხელშესახები შედეგები აქვს „ქართული ოცნებას“ და რა რეალობის წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა, იმ შემთხვევაში, თუკი რადიკალურ დაჯგუფებებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ.

უკრაინის საგარეო უწყება – ვგმობთ და დაუშვებლად მიგვაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენება

„დღეს ქუჩაშიც რომ გავიდეთ და ნებისმიერი გამვლელი გავაჩეროთ, დარწმუნებული ვარ, რომ 100-დან 99 იტყვის, რომ წინა ხელისუფლება დღეს ხელისუფლებაში რომ იყოს საქართველოში მშვიდობა არ იქნებოდა და იქნებოდა ომი, ნგრევა და უბედურება.
ზუსტად იმ რეალობის ამსახველი არის ის ბანერები, რომელიც გამოიკრა, რომელიც ასახავს „ქართული ოცნება“ რაზე არის ორიენტირებული და რა კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვაქვს და რა რეალობის წინაშე შეიძლება დადგეს საზოგადოება და ქვეყანა, იმ შემთხვევაში, თუკი რადიკალურ დაჯგუფებებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ.
აქედან გამომდინარე ეს ბანერები მხოლოდ და მხოლოდ იმ რეალობას ასახავს, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს და საზოგადოებამ არჩევანი გააკეთოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ამორალობის, უგულობის, ნულოვანი სოლიდარობის დემონტრირება – ვისაც ამგვარ უზნეობაზე გული არ გერევათ ძალიან გთხოვთ ჩემი სტატუსების კითხვით ნუ დაიტანჯებით, უბრალოდ წამშალეთ და ქუჩაში რომ შემხვდებით არ მომესალმოთ“ – თინა ხიდაშელი „ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g