LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი: „თუ „ქართული ოცნება” ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ეს ჩვენს ურთიერთობაზე აისახება“

131
ტომ სალივანი

„თუ ისინი [ქართული ოცნება] გააგრძელებენ ანტიდემოკრატიული ან ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ადამიანებს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას არ მისცემს, ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, რომ ეს აისახება და შეამცირებს ჩვენს ურთიერთობებს“ – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩეველი, ტომ სალივანი აცხადებს.

ტომ სალივანის კომენტარს სოციალურ ქსელ X-ზე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს:

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას” საქართველო მიჰყავს. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველების უმეტესობას სურს ინტეგრაცია დასავლეთთან, ევროკავშირთან, პოტენციურად NATO-სთან, ამის გამო, ჩვენ ძალიან მკაფიო ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის, ასევე, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციის თვალსაზრისით“, – აღნიშნულია სალივანის მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g