LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საფლავზე დაწყობილმა სათამაშოებმა შემარცხვინა..ფიქრიც კი მწარეა, რომ ეს ჩვენს გვერდით მოხდა..ფული შევაგროვოთ და წავიდეთ აჭარაში, ამ ტრაგედიის ნაწილად ვიგრძნოთ თავი“ – ოჯახს, რომლის 6 წლის ტყუპები სახლში დაიწვნენ, საზოგადოების დახმარება სჭირდება

847
სანდრო ელოშვილი

ოჯახს, რომლის 6 წლის ტყუპები სახლში ცოცხლად დაიწვნენ, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი სანდრო ელოშვილი წერს და აღნიშნავს, რომ ხალხმა ამ ტრაგედიის ნაწილად უნდა იგრძნოს თავი.

„თვეზე მეტი გავიდა ზუგდიდის ტრაგედიიდან, 6 წლის ტყუპები რომ ცოცხლად დაიწვნენ სახლში…

ასეა ადამიანი მოწყობილი, ჩემი პატარ-პატარა პრობლემებით გადავფარე და დავივიწყე ეს ამბავი.

ისაც რომ ამბობენ სახანძრომ დააგვიანაო, ისაც რომ ცდილობდნენ დედა დაედანაშაულებინათ, ისაც… მეზობლები რომ ამბობდნენ, პატარები აივანზე იდგნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ტიროდნენო…

ტყუილს ვერ ვიტყვი, არ მეწყინებოდა თუ ეს ამბავი აღარასდროს გამახსენდებოდა, მაგრამ გუშინ სიუჟეტი იყო ტელევიზორში…

საფლავზე დაწყობილმა სათამაშოებმა შემარცხვინა… ფიქრიც კი მწარეა, რომ ეს ჩვენს გვერდით მოხდა… გვერდით ქალაქში, გვერდით ქუჩაზე თუ გვერდით სადარბაზოში…

ბოლოს კი… სულ ბოლოს! სოციალური სამსახურის თანამშრომელს ეკითხებიან – დახმარება ჩაერიცხებათო?

რა თქმა უნდაო… ოღონდ ნაკლები, ოჯახის ორი წევრის გამოკლებითო…

ვერაფერს ვიტყვი ამაზე, ან რა უნდა ვთქვა?! რასაც თქვენ გრძნობთ, იგივეს განვიცდი მეც და ყველა სიტყვა უაზრობა მგონია, გნებავთ სიბრაზის, გნებავთ სინანულის…

ღმერთო, თუ შეძლებ გვაპატიე…

ვიცი, რაღაც ფონდებია, ანგარიშები, გეგმებიც აქვთ.

არ ვიცი ეს როდის იქნება…

ვფიქრობთ ფული შევაგროვოთ და წავიდეთ აჭარაში…

ჩვენ არ გამოვაკლოთ ოჯახს წევრები…

ამ ტრაგედიის ნაწილად ვიგრძნოთ თავი…

ბარათზე რომ დავრიცხოთ, შეიძლება “ქულები მოემატოთ” და ის დახმარებაც გაუჩერონ…

გთხოვთ… გააზიარეთ!

თუ შეგიძლიათ, თუ მოვინდომებთ, ერთობით და ერთად ყოფნით, წვეთ-წვეთობით უდაბნოს ზღვად ვაქცევთ!

ჩემს ანგარიშებს დავწერ… ერთი კვირის განმავლობაში რაც მოგროვდება და წავალთ… ქობულეთში არიან ვიცი, ბიძასთან… სასაფლაო ყოფილა ახლოს,“ – წერს სანდრო ელოშვილი.

თი ბი სი

#GE32TB7609945061600014

საქ ბანკი

#GE54BG0000000161381454

სანდრო ელოშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები