LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასწრაფოდ! გთხოვთ, გააზიარეთ! პატარა კირას ოპერაცია დაიწყო ჯო ენის კლინიკაში! სისხლია საჭირო!“ – სანდრო ელოშვილი მიმართვას ავრცელებს

334
სანდრო ელოშვილი

რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

როგორც რეჟისორი წერს, პატარა კირას, რომელსაც ჯო ენის კლინიკაში ოპერაციას უკეთებენ, სისხლი ესაჭიროება:

„მეგობრებო! სასწრაფოდ! გთხოვთ, გააზიარეთ! პატარა კირას ოპერაცია დაიწყო ჯო ენის კლინიკაში! სისხლია საჭირო! ჯანმრთელები, თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების გარეშე, ნარკოტიკის არა მომხმარებლები, ტატუების გარეშე, არა ნაბახუსევზე, 70 კგ-ზე მეტი… გთხოვთ!

ნასვამები ნუ მიდიხართ!!! სირცხვილია!!! 6 ადამიანი გამოაბრუნეს! გენაცვალეთ ჯიგარში და სენტიმენტებში, ჩემთან მოდით და ერთად ვიქეიფოთ, მაგრამ… ბავშვზეა ლაპარაკი და ცრემლიანი დედის მაინც მოგერიდოთ!“, – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

მეგობრებო! სასწრაფოდ! გთხოვთ გააზიარეთ! პატარა კირას ოპერაცია დაიწყო ჯოენის კლინიკაში! სისხლია საჭირო! ჯანმრთელები,…

Posted by სანდრო ელოშვილი on ორშაბათი, 21 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები