დღეს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა – ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლის შემდეგ, გარდაიცვალა ერისთავის თეატრის მსახიობი, კახა ბერიძე.
„მისი სახე და ხმა დიდხანს იცოცხლებს მაყურებლის გულებში“ – მსახიობი კახა ბერიძე გარდაიცვალა
კახა ბერიძეს მეგობრები და კოლეგები საჯაროდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით ემშვიდობებიან.
კახა ბერიძის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს „ფეისბუკში“ მისი მეგობარი, რეჟისორი სანდრო ელოშვილიც.
„ჩემი მეგობარი მწერს, რომელმაც არ იცოდა კახას დიაგნოზი, რა მოუვიდა, ათი დღის წინ რეპეტიციაზე არ იყოო?!..
ეს ფოტო ერთი თვის წინაა გადაღებული… წარმოიდგინეთ, იცის რაც სჭირს და მეუბნება – მე ახლა რეპეტიციები თუ გადამარჩენს, როლი მომეციო… კვირაში ერთ დღეს გავაცდენ მარტო, ქიმიის დღესო…
მართლა იარა! ტკივილით… მაგრამ იარა!
აღარაფერი ჰქონდა მრთელი, ჯანსაღი, გულის გარდა და იმ გულით იარა…
ასე იარა მთელი ცხოვრება და ერთი სიტყვაც კი არ იქნება გადაჭარბებული, თუკი ვიტყვი, რომ იარა თეატრისთვის, გორისთვის, გორის თეატრისთვის, მეგობრისთვის, ადამიანისთვის, სიყვარულისთვის!
არასდროს შევსულვარ გორის თეატრში ისე, რომ საგრიმიოროში არ შემეხედოს და თუ თავის სკამზე არ იჯდა…
– კახა სად არის?
– მოვა, სად წავა…
უფროსმა კაცმა მითხრა დიდი ხნის წინ, ცხოვრება რამდენიმე ეტაპად იყოფა…
მიდიან შენი და მეგობრების ბებია-ბაბუებიო…
მიდიან შენი და მეგობრების მშობლებიო…
მიდიხარ შენ და მიდიან მეგობრებიო…
კახა წავიდა…
და ვეღარავინ მეტყვის…
– მოვა, სად წავა“, – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.
ჩემი მეგობარი მწერს, რომელმაც არ იცოდა კახას დიაგნოზი, რა მოუვიდა, ათი დღის წინ რეპეტიციაზე არ იყოო?!.. ეს ფოტო ერთი…
Posted by სანდრო ელოშვილი on სამშაბათი, 17 მარტი, 2026
