LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედი მოუკვდა ამ ქალაქს, ამ ქვეყანას, ადამიანის სახით… ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა – თემურს ვეტყვი! ვინმეს დახმარება სჭირდებოდა – თემურს ვეტყვი!“ – სანდრო ელოშვილი თემურ უგულავაზე

677
სანდრო ელოშვილი

„მეორე დღეა ჩემთვის უცნობი ადამიანის გარდაცვალებაზე ვფიქრობ და რომც არ მინდოდეს, ვერაფერს ვიზამ, სადაც გაიხედავ ყველგან მასზე ლაპარაკობენ, წერენ, გლოვობენ…“, – წერს რეჟისორი სანდრო ელოშვილი და ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც სანდრო ელოშვილი წერს, „ქალაქს და ქვეყანას თემურ უგულავას სახით იმედი მოუკვდა“.

„მადლობა, ძვირფასო ადამიანო! მათ არ იცოდნენ, რომ ამ შთამბეჭდავი სურათის უკან ერთი ადამიანის სიკეთე იდგა… თემურის დაჭერა და მადლობის თქმა ყოველთვის რთული იყო“ – რა ამბავს იხსენებს რეზო გიგინეიშვილი თემურ უგულავაზე

„მეორე დღეა ჩემთვის უცნობი ადამიანის გარდაცვალებაზე ვფიქრობ და რომც არ მინდოდეს, ვერაფერს ვიზამ, სადაც გაიხედავ ყველგან მასზე ლაპარაკობენ, წერენ, გლოვობენ…

თანაც გლოვაცაა და გლოვაც, ასე მგონია ჩვენს თავს უფრო დავტირით უიმისოდ, ვიდრე ერთი კონკრეტული ადამიანის გარდაცვალებას!

უცნაურია, მაგრამ ასე ვართ ყველა… ნაცნობებიც და უცნობებიც, ხოდა ფიქრი დავიწყე… რა დაგვაკლდა? „სტამბა” დაიხურება? „ფაბრიკა” გაჩერდება თუ „რუმსი” აღარ მიიღებს სტუმრებს?! არა… ყველაფერი გაგრძელდება, ყველაფერი იქნება… უბრალოდ ერთი რამ დამთავრდა თემურ უგულავასთან ერთად! მე, გეფიცებით, ფოტოც ახლა ვნახე მისი, რომ გარდაიცვალა, მაგრამ თითქოს სულ იყო და იყო მუდამ ერთ წინადადებაში „თემურს ვთხოვ” ან „თემურს ვეტყვი”…

ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა – თემურს ვეტყვი!

ვინმეს დახმარება სჭირდებოდა – თემურს ვეტყვი!

ვინმეს საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარება უნდოდა – თემურს ვეტყვი!

მუშაობის დაწყება – თემურს ვეტყვი! ბიზნესი – თემურს ვეტყვი! შველა – თემურს ვეტყვი! რჩევა – თემურს ვეტყვი…

ასე, წლების განმავლობაში დაილექა ცნობიერში და ქვეცნობიერში, რომ… სულიერს დაესმის კითხვა – ვინ? და უსულოს – რა? ასე არაა?!

თუკი იმედი უსულო საგანია, მაშინ თემურ უგულავას დაესმის კითხვა – ვინ და რა?!

იმედი მოუკვდა ამ ქალაქს… ამ ქვეყანას… ადამიანის სახით!“ – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა.

„თემურ უგულავას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის ბავშვთა ჰოსპისის შექმნასა და განვითარებაში, წლების განმავლობაში მუდმივად ზრუნავდა მძიმე სენთან მებრძოლ ბავშვებზე“ – ბავშვთა ჰოსპისის, „ციცინათელების ქვეყნის“ სამძიმრის წერილი

„კონვერტში იდო ზუსტად ის თანხა, რომლითაც ჩემი პირველი მანქანა ვიყიდე..თვალით არ მინახავს ეს კაცი მას მერე…“ – რას წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე თემურ უგულავაზე

„რამდენ ადამიანს დაეხმარა, ვინც ამ დაავადებას ებრძოდა, ბოლოს რომ შემხვდა, მითხრა, მამაშენს და კვაშალს დავაკლდი ეტყობა და მეძახიანო“ – ნოდარიკო ხუციშვილი თემურ უგულავაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები