LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენ ადამიანს დაეხმარა, ვინც ამ დაავადებას ებრძოდა, ბოლოს რომ შემხვდა, მითხრა, მამაშენს და კვაშალს დავაკლდი ეტყობა და მეძახიანო“ – ნოდარიკო ხუციშვილი თემურ უგულავაზე

4731
ნოდარიკო ხუციშვილი

ბიზნესმენ თემურ უგულავას, რომელიც 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეგობრები, კოლეგები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ემშვიდობებიან.

„მიჭირს შენზე წარსულში ლაპარაკი, ძალიან მიჭირს, ოჯახს, მეგობრებს, მე, ქალაქს და ქვეყანას დაგვაკლდები ძალიან“ – ნინო ზამბახიძე თემურ უგულავას ემშვიდობება

სამძიმრის წერილს აქვეყნებს თემურ უგულავას უახლოესი მეგობრის, მომღერალ გიო ხუციშვილის შვილი – მომღერალი ნოდარიკო ხუციშვილიც და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბიზნესმენს საჯარო მადლობას უხდის.

„ძალიან რთულია, მთელი ქალაქის, ქვეყნის რითმი და მიმართულება შეცვალო ერთმა ადამიანმა.

რამდენ ადამიანს დაეხმარა, ვინც ამ დამპალ დაავადებას ებრძოდა. ბოლოს რომ შემხვდა, მითხრა, მამაშენს და კვაშალს [ალეკო კვაშალი] დავაკლდი ეტყობა და მეძახიანო.

კარგი იქნება, თუ ბევრ რამეზე იცინებენ კიდევ ერთად.

თემურ, გულწრფელი მადლობა იმისთვის, რაც ამ ქვეყნისთვის გააკეთე“, – წერს ნოდარიკო ხუციშვილი „ფეისბუკში“.

ცნობისათვის, ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. თემურ უგულავა ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები