LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიჭირს შენზე წარსულში ლაპარაკი, ძალიან მიჭირს, ოჯახს, მეგობრებს, მე, ქალაქს და ქვეყანას დაგვაკლდები ძალიან“ – ნინო ზამბახიძე თემურ უგულავას ემშვიდობება

2397
ნინო ზამბახიძე

56 წლის ასაკში ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას ბიზნესმენის მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„დიდებული ადამიანი წავიდა… თემურ უგულავა…“ – ია ფარულავა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე და თემურ უგულავას ემშვიდობება.

„ძალიან ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ საიდან დავიწყო და სად დავამთავრო, არ ვიცი, მიჭირს შენზე წარსულში ლაპარაკი, ძალიან მიჭირს.

ოჯახს, მეგობრებს, მე, ქალაქს და ქვეყანას დაგვაკლდები ძალიან. შეხვედრამდე, თემო“, – წერს ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები