„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, კონიაკის დასახლებაში, ჩაის ბაღში, მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე მოისმინა დასახლების პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაშიც მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა. ასევე, მუნიციპალურ საკითხებთან ერთად, აქტიურად განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური გამოწვევები, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობაზე.
„ყურადღება გავამახვილეთ საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობაზე, რათა ქვეყანამ არსებულ გამოწვევებს ქმედითად უპასუხოს: დავიცვათ ჩვენი შვილები ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან, გავამტკიცოთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი და მზად ვიყოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“ – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.