LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 „რადგან ხშირად არ ვართ საქართველოში, საქართველო გვენატრება და ყოველთვის ჩვენს გულშია“ – ბოჯგუების ოჯახმა ახალი სიმღერა საქართველოს მიუძღვნა, პრემიერა „არ დაიდარდოში“

212
Untitled design (40)

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს ბოჯგუების ოჯახი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „სიყვარულით შემოვივლი ჩემს საქართველოს“ პრემიერა შედგა.

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „სიყვარულით შემოვივლი ჩემს საქართველოს“.

გვაქვს პატარა სტუდია და სტუდიაში ჩასვლისას, გავიგე, რომ ნიკო, უფროსი შვილი რაღაც ლამაზ კომპოზიციას აკეთებდა. ისე მომეწონა, ვთხოვე, ნიკო, თუ შეიძლება ამ არანჟზე მელოდიას დავწერ-მეთქი. ნება დამრთო, დავწერე მელოდია და ყველას ძალიან მოგვეწონა. მერე უკვე ტექსტზე დავიწყეთ ფიქრი, შევეხმიანეთ, ჩემს ძმის შვილის, ქეთევან ბოჯგუას. კორექტირების კუთხით პოეტი – ია იაშვილი ჩაერთო მუშაობაში.

სიმღერის თემა არის საქართველო. რადგან ხშირად არ ვართ საქართველოში, საქართველო გვენატრება და ყოველთვის ჩვენს გულშია. ვლოცავთ ჩვენს საქართველოს.

როგორია სამომავლო გეგმები?

რა თქმა უნდა, იქნება ახალი სიმღერები. ერთი-ორი ახალი სიმღერა უკვე მზად გვაქვს.

ბოჯგუების ოჯახი – „სიყვარულით შემოვივლი ჩემს საქართველოს“

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები