LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“ – აშშ-ის საელჩო

281
გვანცა, უტა და ბერა ივანიშვილები

„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია“ – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში რადიო „თავისუფლებას“ განუცხადეს.

წერილში ნათქვამია, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას:

„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, – მისწერეს რადიო „თავისუფლებას“ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ, რომ ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა „საერთოდ შეუჩერეს“, ზოგ შემთხვევაში კი „შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს“.

ტელეკომპანია წერს, რომ წყაროს ცნობით, „აღნიშნული ზომა გამომდინარეობს ე.წ. პრესანქციური – წინა სასანქციო რეჟიმიდან“.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოთხი შვილიდან სამი – უტა, გვანცა და ბერა ივანიშვილები საზღვარგარეთ ცხოვრობენ.

mazda magti 5g