LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როინ ქოჩორაშვილი: „ივანიშვილი ასაკშია უკვე და სჯობს, სწორად ჩაატაროს არჩევნები, წავიდეს და ტკბილი სიბერე მოიწყოს“

272
როინ ქოჩორაშვილი ბიძნა ივანიშვილზე

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, როინ ქოჩორაშვილი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, სწორად ჩაატაროს არჩევნები, წავიდეს და ტკბილი სიბერე მოიწყოს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ქოჩორაშვილს არ ესმის იმ ადამიანების, ვინც ივანიშვილის გზავნილების მოსმენის შემდეგ, კვლავ 41 ნომერს შემოხაზავს.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, იმ ადამიანებს, “ვისაც ბიუჯეტში ხელი აქვს ნაფათურები აუცილებლად მოეთოხვებათ და ამაში ეჭვი არ შეეპაროთ.“

„ივანიშვილს აქვს საშუალება, სწორად ჩაატაროს არჩვენები, ასაკშია უკვე და სჯობს, წავიდეს შვილიშვილებთან ერთად ტკბილი სიბერე მოიწყოს. ვისაც არაფერი აქვს დაშავებული, მიხედავს კერძო სექტორს, თუ ვინმეს ბიუჯეტში ხელი აქვს ნაფათურები აუცილებლად მოეთოხვებათ და ამაში ეჭვი არ შეეპაროთ.

„ოცნება“ დაემსგავსა კი არა გაასწრო „ნაცმოძრაობას“ და ორივე პარტია მიუღებელია ქართველი ხალხისთვის. ივანიშვილი ისეთ გზავნილებს აკეთებს, რომ საღად მოაზროვნე ადამიანი, რომ გორში ასეთ განცხადებებს მოისმენს, 41 ნომერი როგორ უნდა შემოხაზოს, არ მესმის.

მოგეხსენებათ, პარლამენტი როგორი ხალხითაა სავსე, ყველაზე არ ვიძახი, მაგრამ ძირითადი , ყოფილი ნაცმოძრაობა, პარტიებიდან გადმოპორტირებულები, არანაირი ღირსება რომ გააჩნიათ, მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვთ- როგორ შეჭამონ ბიუჯეტი, მოიწყონ ცხოვრება, ეს ხალხი ჩემთვის მიუღებელია, რადგან ისინი არიან ქვეყნის მტრები“,- განაცხადა როინ ქოჩორაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g