LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეუღლეს ჩემი თანდასწრებით შვილი არ უტირია.. როცა ჩემ შვილს შევხვდები, ჯერ მას უნდა ჩავაბარო აღსარება“ – ტარიელ ხარხელაური

194
ტარიელ ხარხელაური

„მე შეიძლება საყვედური საკუთარ თავს ვუთხრა, მაგრამ უფლის ინაშე საყვადური არ მითქვამს. არც იმ ტრაგედიის გამო, რაც მოხდა“.- ამბობს ტარიელ ხარხელაური „სხვა რაკურსში“.

„უფალმა ამ ტკივილით გამომცადა, შევძლებდი თუ არა ამ ტკივილის ტარებას. როცა ჩემ შვილს შევხვდები, ჯერ მას უნდა ჩავაბარო აღსარება, როგორ ვცხოვრობდი. ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ ჩვენ ერთად ვერ დავბერდებოდით.

მეუღლეს ჩემი თანდასწრებით შვილი არ უტირია. მიფრთხილდებოდა. დაკრძალვის შემდეგ შვილის საფლავზე არ ვყოფილვარ. არ შემიძლია ჩემი შვილის საფლავი ვნახო. ჩემი შვილი ჩემ პოეზიაში გადავიტანე და იქ ვესაუბრები“, – ამბობს ტარიელ ხარხელაური.

„შენს მკერდზე, შვილო, ჩემს ცრემლებს სძინავთ..“ – ტარიელ ხარხელაურის ემოციური ლექსი გარდაცვლილ შვილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები