LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“ – ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობაზე

131
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ახსარ ჯიოევს შეხვდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თემაზე ისაუბრეს, სერგეი ლავროვმა კი ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება:

„მინდა დავადასტურო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, ჩვენს ახლო მეგობართან და მოკავშირესთან ურთიერთობების მნიშვნელობა. ეს პარტნიორობა არის სტრატეგიული ხასიათის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სოციალურ-ეკონომიკური სფეროსა და სხვა სფეროების განვითარებასა და სახელმწიფოს გაძლიერებაში, როგორც ეს ორმხრივი შეთანხმებებით არის გათვალისწინებული. ჩვენთვის აქ ერთადერთი გზა არსებობს, წინსვლის გზა, 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“, – თქვა სერგეი ლავროვმა შეხვედრის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები