LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი ლავროვი: „კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს და საქართველოში ფერადი რევოლუციის გაჩაღებას ცდილობს“

132
სერგეი ლავროვი

„კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს და საქართველოში ფერადი რევოლუციის გაჩაღებას ცდილობს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოებისა და სადაზვერვო სამსახურების მეთაურთა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ლავროვმა დასავლეთის მხრიდან საქართველოში დაძაბულობის კერების მოხდენაზე ისაუბრა და თქვა:

რუსეთი: დასავლეთი არწმუნებს თბილისს, რომ ახლა აფხაზეთსა და ცხინვალზე კონტროლის დასაბრუნებლად ხელსაყრელი მომენტია

სერგეი ლავროვი: „მზად ვართ, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება გავაგრძელოთ“

ლავროვის თქმით, აშშ და ევროკავშირი ხელოვნურად ცდილობენ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი წარმოაჩინონ, როგორც სტრატეგიული არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის.

„კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების, დაძაბულობის კერების პროვოცირებას ახდენს, არ ეთაკილება სხვადასხვა ბინძური გეოპოლიტიკური ტექნოლოგიები – ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომების მოწყობიდან დაწყებული ფერადი რევოლუციების პირდაპირი გაჩაღებით დამთავრებული, როგორც ამას ახლა საქართველოში ცდილობენ“. – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

დუგინი: „ქართული ოცნება“ ახლა სტრატეგიაზე უნდა დაფიქრდეს, უნდა ეცადონ, საქართველოს დაუბრუნონ ძველი დიდება, ასევე, დროა დაემშვიდობოთ ქართველოფობ პრეზიდენტს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g