UFC-ის ქართველმა ქალმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს უპასუხა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები დაინტერესდნენ, უცემია თუ არა UFC-ის მებრძოლ ქალს ბიჭი.
სახალისო კითხვაზე ჯოჯუამ ხუმრობით უპასუხა, რომ შესაძლოა სამჯერ ან ოთხჯერ;
„ბიჭი ბევრჯერ გიცემია?“ – ჰკითხა სოციალური ქსელის მომხმარებელმა ქართველ მებრძოლს.
„3 – 4 შეიძლება“ – წერს ჯოჯუა და ვიდეოს ავრცელებს.