LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაი პოლიციელებს დრონებით ჩაანაცვლებს

19

გამოცემა „Gulf News”-ის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ქუჩების პატრულირებისთვის უპილოტო გაჯეტები შეიძინა. ელექტროქარი O-R3 სათამაშო ავტომობილის ზომისაა და ის წესრიგს დისტანციურად იცავს. უფრო მეტიც, სიახლეს რეალურ რეჟიმში დამნაშავის დევნაც კი შეუძლია. გაჯეტის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არსებობს და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის სინგაპურში მდებარე კომპანია OTSAW-მ დაამზადა. დრონებს უახლესი კამერები აქვთ დამონტაჟებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სახის ამოცნობა და ძებნაში მყოფი ადამიანების აღმოჩენაც კი შეეძლებათ. სიახლე დუბაის ქუჩებში 2017 წლის ბოლოსთვის გამოჩნდება და ისინი ძირითადად ყველაზე გადატვირთულ ტურისტულ რეგიონებში იფრენენ.

აღსანიშნავია, რომ 2030 წლისთვის ქალაქის პოლიციის მეოთხედის ელექტრო ტექნიკით ჩანაცვლება იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები