LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოიყვანეთ მეუღლე სამსახურში“ – კეტრინ ზეტა-ჯონსის მაიკლ დუგლასთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

322
page

კეტრინ ზეტა-ჯონსისა და მაიკლ დუგლასის წყვილი ერთ-ერთი სამაგალითო ჰოლივუდური ტანდემია. მათ 25 წლიანი ქორწინება აკავშირებთ და ორი შვილი ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ 25 სექტემბერს, ზეტა-ჯონსმა და მისმა მეუღლემ, იუბილე იზეიმეს. კეტრინს 55 წელი შეუსრულდა, მაიკლს კი 80.

ახლახან, „ზოროს“ ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების ახალი სერია გაავრცელა. როგორც პოსტიდან ვიგებთ, კეტრინმა მეუღლე „უენსდეის“ გადასაღებ მოედანზე მიიყვანა.

„მოიყვანეთ მეუღლე სამსახურში, გარისკეთ. მაიკლმა შემოაბიჯა ჩვენს ჯადოსნურ სამყაროში“, – წერს მსახიობი.

„ეს ჩემი სადღესასწაულო კოსტიუმია“ – 55 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსმა მეუღლეს 80 წლის იუბილე ორიგინალურად მიულოცა

ფოტო: კეტრინ ზეტა-ჯონსი 79 წლის მეუღლესთან ერთად სანტა-ბარბარას ქუჩებში პაემანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები