LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

238
გიორგი საყურაშვილი

27 სექტემბერს საბურთალოს ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალ­დე­ბულ მი­რი­ან თო­ხა­ძეს ფსი­ქი­ატ­რი­ულ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და­ე­ნიშ­ნა.

ვიდეო: „ნიჭიერი, კარგად აღზრდილი, დიდი მომავლის მქონე მუსიკოსი“ – საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია – ნახეთ გიორგის არაჩვეულებრივი შესრულება

ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით, სასამართლოს შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. მოსამართლის განჩინებით, ბრალდებულს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება. მირიან თოხაძე სამედიცინო დაწესებულებაში, მაქსიმუმ, 20 დღით მოთავსდება.

ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ხომ არ იყო თოხაძე დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი, ან ხომ არ იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.

„თავზარდამცემი ტრაგედია დაგვატყდა თავს, თავი სიზმარში მგონია… მშვიდად განისვენე ჩემო კეთილო და სიყვარულით აღსავსე ბიჭო“ – კონსერვატორიის პროფესორი მერიკო ჟვანია გიორგი საყურაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

შეგახსენებთ, გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გიორგი საყურაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განმარტებით, საყურაშვილი მის მეგობრებსა და ბრალდებულს შორის მომხდარ კონფლიქტში მხოლოდ გამშველებელი იყო.

პროკურორის განცხადებით, ახალგაზრდა, რომელიც მოკლეს, ჩხუბში არ მონაწილეობდა, კონფლიქტი კი ყოფით ნიადაგზე, ბრალდებულის ინიციატივით მოხდა.

მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მირიან თოხაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g