LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Social Impact Award 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

128
Social Impact Award 2024

Impact Hub Tbilisi-ს საერთაშორისო პროგრამის Social Impact Award გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ფინალურ ეტაპზე გადასულ 6 გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი გუნდი, ხმის მიცემის შედეგად, საზოგადოების რჩეული გახდა. ყველა იდეა აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს ბიზნეს იდეის განსახორციელებლად და გაემგზავრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გერმანიაში.

2024 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:

  • MFT – ქმნის ენით მართვად მაუსს, რომელიც უმარტივებს მობილობაშეზღუდულ სპეციალური საჭიროების მქონე პირებს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას.
  • Hoppla – აკავშირებს საერთო მარშრუტზე მიმავალ მძღოლსა და მგზავრს ერთმანეთთან.
  • Bionova – გარდაქმნის ბიომასას ბიოენერგიად ისეთ ადგილებში, სადაც არ არის ხელმისაწვდომი ენერგიის ტრადიციული წყაროები.

Social Impact Award-ის ფარგლებში წელს 60-მდე აპლიკაცია შევიდა, ჟიურიმ კი 6 ფინალისტი შეარჩია. გუნდებმა ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავეს პროექტების განვითარებაზე და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით შეიმუშავეს იდეების განვითარების გეგმა. გარდა ამისა, პროგრამის პირველ ეტაპზე, სამუშაო შეხვედრები გაიმართა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში, სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

„განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც უამრავი სოციალური პრობლემა არსებობს, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. გვიხარია, რომ პროგრამა Social Impact Award-ის საშუალებით, ამ კონცეფციას ბევრი ქართველი ახალგაზრდა გაეცნო და მათი ინტერესიც სოციალური მეწარმეობის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა,” – აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ. 

Impact Hub Tbilisi-მა პროგრამის Social Impact Award განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მერვე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ დროის განმავლობაში პროგრამაში, საერთო ჯამში, ჩაერთო 2000-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინკუბაცია გაიარა 290-მდე ახალგაზრდამ (56 გუნდი), გამოვლინდა 28 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნეს საქმიანობის წამოსაწყებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g