LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Social Impact Award 2024-ზე საკონკურსო განაცხადების მიღება იწყება

138
Social Impact Award

საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის Social Impact Award ფარგლებში, რომელსაც Impact Hub Tbilisi „ეფეს საქართველოსთან“ ერთად ახორციელებს, საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო.

დაინტერესებულმა პირებმა, 31 მაისის ჩათვლით, სოციალური ბიზნესიდეები ონლაინ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ.

დამოუკიდებელი ჟიური, განაცხადების საფუძველზე, 6 ფინალისტ გუნდს გამოავლენს.

ფინალისტები ორთვიან ინკუბაციას გაივლიან და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით ბიზნესმოდელს დახვეწენ, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და ფინალისთვის მოემზადებიან .

პროგრამის ბოლო ეტაპზე სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე, რომელიც წელს გერმანიაში გაიმართება.

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში.

Impact Hub Tbilisi-მა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მერვე წელია, ახალგაზრდებს სოციალური ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობას აძლევს. ამ დროის განმავლობაში პროგრამაში, საერთო ჯამში, 1700-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 170-მდე ახალგაზრდამ (51 გუნდი), გამოვლინდა 25 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნეს საქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები