ყველასთვის ცნობილია, რომ ყოველი წლის მაისის პირველ ორშაბათს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენა – Met Gala იმართება. ვარსკვლავური საღამო კოსტიუმების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გამოფენას უკავშირდება, რომლის თემატიკაც ცერემონიასა და მის ,,დრესკოდს” განსაზღვრავს.
იმ ფონზე, როცა 2025 წლის გამოფენა დენდიზმის კონტექსტში, მე-18 საუკუნიდან დღემდე, შავკანიანი მამაკაცების წარუშლელ სტილს წარმოაჩენს, მომავალი Met Gala-ს თემა მონიკა ელ. მილერის 2009 წლის წიგნის – Slaves to Fashion: Black Dandyism and the Styling of Black Diasporic Identity ინსპირაციით, Superfine: Tailoring Black Style იქნება. ,,დრესკოდი” და სტუმართა სია, მოგვიანებით გამოცხადდება.
ცნობილი გახდა, რომ რომ Vogue-ის დირექტორ – ანა ვინტურს, რომელიც წლებია გალა შეხვედრას კურირებს, მომავალი წლის კოსტიუმების წვეულების დაგეგმვაში, სიმბოლურად, მხოლოდ შავკანიანი მამაკაცები დაეხმარებიან.
გაირკვა, რომ საღამოს თანაორგანიზატორები: მსახიობი – კოლმან დომინგო, მრბოლელი – ლუის ჰემილტონი, მუსიკოსი – ფარელ უილიამსი და რეპერი – ASAP Rocky იქნებიან.
საპატიო მისიას ასევე კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი შეასრულებს. ეს უკანასკნელი ყველაზე მოდურ სანახაობაზე, პირველად გამოჩნდება.
მომდევნო Met Gala-ს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, 5 მაისს უმასპინძლებს.