LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2027 წლის Met Gala ლეგენდარული დიზაინერის, ჯონ გალიანოს შემოქმედებას მიეძღვნება

107
photo-collage.png (1)

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2027 წლის საგაზაფხულო გამოფენის მთავარი თემა ბრიტანელი მოდის გენიოსის, ჯონ გალიანოს 42-წლიანი კარიერა იქნება.

გამოფენა სახელწოდებით – John Galliano: Horizons დამთვალიერებელს დიზაინერის შემოქმედებით ევოლუციას წარუდგენს.

ამრიგად, გალიანო გახდა ისტორიაში მესამე დიზაინერი, რომელსაც კოსტიუმების ინსტიტუტი სოლო გამოფენას სიცოცხლეშივე უძღვნის. აქამდე ეს პატივი წილად 1983 წელს ივ სენ ლორანს, ხოლო 2017 წელს, რეი კავაკუბოს ხვდათ.

The Metropolitan Museum of Art-ის ცნობით, გამოფენის თემატიკა ტრადიციულად საფუძვლად დაედება მომავალი წლის Met Gala-ს დრესკოდს.

ცნობისთვის, მოდის სამყაროს ყველაზე გავლენიანი და ძვირადღირებული კოსტიუმირებული საღამო 2027 წლის 3 მაისს გაიმართება. საღამოზე მსოფლიო შოუბიზნესის ვარსკვლავები გალიანოს დრამატული, თეატრალური და ავანგარდული სტილის საკუთარ ინტერპრეტაციებს წარმოადგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები