გერმანიის ქუჩებში სულ მალე ტაქსი-რობოტები გამოჩნდებიან. კომპანია Bosh-მა მომავლის მშენებლობაში სერიოზული ნაბიჯი გადადგა და ახალი ავტომობილები ბაზარზე ძალიან მალე, 2018 წლისთვის გამოჩნდება. დასაწყისისთვის რობოტი-ტაქსები მძღოლების მეთვალყურეობის ქვეშ იმოძრავებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ახალი ტექნოლოგია გამართულად მუშაობს და ამასთან ის სრულიად უსაფრთხოცაა. ხოლო, თუკი ცდები წარმატებით დასრულდება 2020-2025 წლებში ტაქსი-რობოტები გერმანიის ყველა ქალაქში გამოჩნდებიან.
აღსანიშნვია, რომ მსგავსი პროექტი ამერიკაშიც განხორციელდა და ის ამჟამად ტესტირების რეჟიმშია.