LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტობავარჩხილის ტბაზე ჩეხეთის მოქალაქეს ეძებენ

131
ჩეხი ტურისტი

სამეგრელოში ჩეხეთის მოქალაქე დაიკარგა – ინფორმაციას „ფეისბუკის“ გვერდი Trekking in the Caucasus ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკარგული მოლაშქრე სტანისლავ კოსკისია.

„სტანისლავი ტობავარჩხილის ტბის მიდამოებში გაუჩინარდა. მას სკურიდან ხაიშში გადასვლა სურდა. ბოლოს ის 28 სექტემბერს კირნახონას თავშესაფართან ნახეს.

„იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ეწვია ტობავარჩხილის ტბების მიდამოებს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში (ან იცნობს ვინმეს, ვინც ამ პერიოდში იყო) და შეხვდა მას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია მისი მდებარეობის, ადგილსამყოფლის ან მოგზაურობის გეგმების შესახებ, რაც მისი ადგილსამყოფლის დადგენაში დაგვეხმარება, ძალიან სასარგებლო იქნება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველები აქტიურად ეძებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ძებნის ოპერაციაში ჩართულია სამძებრო-სამაშველო ჯგუფებიც.

Concerning news today. Czech hiker Stanislav Koscis has been reported missing in the area of Tobavarchkhili lakes -…

Posted by Trekking in the Caucasus on ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g