LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში 8 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

159
ფორტუნა (3)

სამეგრელოში, ერთ-ერთ სოფელში 8 წლის მოზარდი გააუპატიურეს. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ასევე არასრულწლოვანი, მე-11 კლასის მოსწავლე ბიჭია.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე არასრულწლოვანი დააკავეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.