„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქარსი“ საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყანაში luxury ავტომობილების განვითარების კუთხით. ბრიტანულ ბრენდთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა.
აღნიშნული თანამშრომლობა Tegeta cars-ს მისცემს საშუალებას ქართულ ბაზარს წარუდგინოს Bentley-ს გამორჩეული მოდელები. დაწყებულია ბრენდის კონცეპტუალური შოურუმის მშენებლობაც, რომელიც აღმაშენებლის #129-ში 2024 წლის ნოემბერში ოფიციალურად გაიხსნება. შოურუმში სრულად იქნება გათვალისწინებული Bentley-ის სრულყოფილება. მომხმარებელს საშუალება ექნება Bentley-ის, luxury ბრენდის უახლესი მოდელები დაათვალიეროს და თითოეული ავტომობილი საკუთარ გემოვნებას მოარგოს. ასევე აშენდება სივრცე სერვისისთვის, რათა თითოეულ ავტომობილს „თეგეტას“ პროფესიონალი მექანიკოსები მოემსახურონ.
პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „Bentley უდიდესი ისტორიის მატარებელი ბრენდია და ჩვენთვის საამაყოა, რომ Tegeta cars ლეგენდარული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, Bentley-ს გამოცდილების ყოველდღიურ ბიზნესპროცესებში გაზიარება და მათი განვლილი გზის გათვალისწინება, როგორც მაგალითისა.
Tegeta cars პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოში luxury ავტომობილების მიმართულებით ოფიციალური წარმომადგენელი იქნება. ჩვენ მომხმარებლის მოთხოვნას ყოველთვის ვსწავლობთ და შესაბამისად ვმოქმედებთ. ამ მიმართულებით დიდი ხანია ქართულ ბაზარზე პოტენციალი გაჩნდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნული სეგმენტიც მოვიცვათ“.
Bentley motors 1919 წელს ლონდონში დაარსდა. კომპანია უოლტერ ოუენ ბენტლიმ მარტივი მიზნით შექმნა: აეშენებინა „სწრაფი, კარგი, საუკეთესო ავტომობილი თავის კლასში“. სწორედ ამ პრინციპმა განაპირობა ბენტლის წარმატება. დაარსებიდან მალევე Bentley-მ სიჩქარისა და გამძლეობის მიმართულებით მრავალი რეკორდი წარმატებით დააფიქსირა, მათ შორის ინდიანაპოლისში, მენის კუნძულზე და ბრუკლენდში. განსაკუთრებული მიღწევებით გამოირჩეოდა Bentley Boys, რომელმაც 1924, 1927, 1928, 1929 და 1930 წლებში ლე მანის კონკურსზე არაერთი გამარჯვება მოიპოვა. მას შემდეგ უდიდესი ავტომწარმოებლის სახელს მრავალი წარმატება უკავშირდება. Bentley ტექნოლოგიურ განვითარებას არ წყვეტს. 2020 წელს კომპანიამ მანიფესტი Beyond100 დაამტკიცა, რომელიც მწარმოებლის მთავარ მიზანს ასახავს – გახდეს ყველაზე მდგრადი ავტომწარმოებელი მსოფლიოში luxury ავტომობილების მიმართულებით.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian – კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, „თეგეტა ქარსი“ არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
(R)