შთამბეჭდავი და ემოციური შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან დიდი ხნის შემდეგ – 13 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, ბროდვეის დიდ სცენაზე მერაბ სეფაშვილის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.
მომღერალმა ბენდთან ერთად ძველი და ყველასათვის საყვარელი ჰიტები ააჟღერა და, როგორც მას სჩვევია, სცენიდან სიმღერასა და ცეკვაში დამსწრე აუდიტორიაც აიყოლია.
მერაბ სეფაშვილთან ერთად, მსმენელის წინაშე წარდგნენ აშშ-ში მყოფი სხვა ქართველი შემსრულებლებიც, მათ შორის, ნინი შერმადინი და ნოდიკო ტატიშვილი.
ამასთან, გამორჩეული იყო მუსიკოსის, პიანისტის, პაპუნა შარიქაძის იმპროვიზაცია, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონცერტიდან კადრებს სოციალურ ქსელში აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, სალომე ლილუაშვილი აქვეყნებს.
„ორი ვარსკვლავი“ – ნიუ-იორკში მერაბ სეფაშვილის კონცერტს დათი ქოქრაშვილიც დაესწრო
ყველას დიდი მადლობა, ვინც მოხვედით. ❤️ მადლობა შესანიშნავ მუსიკოსებს და რაც მთავარია, მადლობა one and only Sandro Merab Sepashvili -ს! 💫
Posted by Salome Liluashvili Parks on კვირა, 13 ოქტომბერი, 2024