„რასაც „ქართული ოცნება“ არიგებს, ეს ხომ მათი ჯიბეებიდან ამოღებული ფულია, ეს ხომ ის სიმდიდრეა,რომელიც საქართველოს მოქალაქეებს „ქართულმა ოცნებამ“ წაართვა? გამოართვან, ოღონდ გააფერადონ სხვა ნომერი“ – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ჯაფარიძე გამოეხმაურა სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მასიურად სთხოვენ „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას.
„მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, აიღონ, რასაც სთავაზობს „ქართული ოცნება“, ეს იქნება ფული, კარტოფილი, ზეთი, ბრინჯი, თუ წიწიბურა, მაგრამ, როდესაც 26 ოქტომბერს მივლენ არჩევნებზე და აუცილებლად უნდა ამივიდნენ, გააფერადონ ის ნომერი,რომელიც მათ სურთ.
გამოართვან, რადგან რასაც „ქართული ოცნება“ არიგებს, ეს ხომ მათი ჯიბეებიდან ამოღებული ფულია, ეს ხომ ის სიმდიდრეა,რომელიც საქართველოს მოქალაქეებს „ქართულმა ოცნებამ“ წაართვა? გამოართვან, ოღონდ გააფერადონ სხვა ნომერი და არ გააფერადონ „41“.
გამოართვით ყველაფერი, რასაც გაძლევენ. ჩვენ უკვე საქმე გვაქვს წაგებულ, გაკოტრებულ პარტიასთან, რომელსაც აღარ ჰყავს მხარდამჭერები. მისი მხარდამჭერი არის მხოლოდ მოსკოვი და საქართველოში ჰყავს მხოლოდ ბენეფიციარები“ – განაცხადა ჯაფარიძემ.