LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შესაძლებელია თუ არა ერთ დღეში ვირუსისგან განკურნება და გვეხმარება თუ არა ვირუსის პრევენციაში სახლში მკურნალობის მეთოდები – რას გვირჩევს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

664
ალექსანდრე გოგინავა, ინფექციონისტი

სეზონური ვირუსები, პრევენცია და მკურნალობა – სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა ექიმმა, ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.

მედიკოსი ამბობს, რომ C ვიტამინს და ზოგად ვიტამინების მიღება ვირუსის დროს ხშირ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული:

„სითხის მიღება, სუფთა ჰაერი, შხაპის მიღება – C ვიტამინს და ზოგად ვიტამინებს რაც შეეხება, მათი მიღება ასე ემპირიულად ასეთ დროს (ვირუსი) არ არის მოწოდებული.

C ვიტამინს აქვს საკმაოდ ბევრი კარგი თვისება, თუმცა ინდივიდუალურია მისი მიღება, რადგან გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა რაღაც უკუეფექტებიც კი მოგვცეს – მაგალითად ალერგიული რეაქცია.

ამიტომ სითხის მიღება და ზოგადი ჯანსაღი ცხოვრების წესი რჩება რეკომენდაციად, რომ ვირუსი შედარებით ხანმოკლე გავხადოთ.

ის, რომ ჩვენ ერთ დღეში რაღაც ღონისძიებები გავატაროთ და ვირუსისგან განვიკურნოთ, ეს მედიცინისთვის აუხსნელია, თუმცა პრაქტიკაში ხდება ხოლმე, რომ ერთ დღეს ცუდად ვართ და შემდეგ კარგად ვხდებით“ – ამბობს ინფექციონისტი.

🍋☕🛀 გვეხმარება თუ არა ვირუსის პრევენციაში სახლში მკურნალობის მეთოდები?!

🍋☕🛀 სითხეები, ჩაი, c ვიტამინი – გვეხმარება თუ არა ვირუსის პრევენციაში სახლში მკურნალობის მეთოდები?!

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g