LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რამდენად საშიში შეიძლება იყოს ტკიპის ნაკბენი? – ინფექციონისტის გაფრთხილება საზოგადოებას

161
2026-08-15_23-53-24_092799

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა პოდკასტში „ოთარი ექიმო“ ტკიპების ნაკბენისგან გამოწვეული შესაძლო გართულებების შესახებ საუბრობს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს პრობლემა ბოლო პერიოდია უფრო მეტად აქტუალური გახდა. ბევრი ადამიანი მოგვმართავს ტკიპის და ზოგადად მწერის ნაკბენის გამო. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა მწერს და ტკიპას ინფექცია არ გადააქვს.

პირველი, ყველაზე საშიში დაავადება, რომელიც ტკიპას გადააქვს ეს არის ყირიმ კონგოს ცხელება. ის ყველაზე ხშირად და ძირითადად გადადის ტკიპებით, რომელიც მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს უჩნდება ხოლმე. რისკის ქვეშ სწორედ მათთან შეხებაში მყოფი ადამიანები არიან. ყველაზე მეტად გავრცელებულია ახალციხეში, შიდა ქართლში.

მეორე ასევე საშიში დაავადება არის ფორელიოზი. მას ახასიათებს ბევრი გართულებები, მათ შორის ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება“, – ამბობს ინფექციონისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები