LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 971 მლნ ლარს გადააჭარბა

105
სადაზღვევო კომპანიები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ 971.9 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 41.5% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 12.5% – ქონების დაზღვევაზე, 9% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 7.4% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28.2%) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

2023 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი 645.9 მლნ ლარით განისაზღვრა, რომლის 49.5% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 7.3% – ქონების დაზღვევაზე, 5% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 4.4% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0.1% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (33.7%) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები