მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, რომლის ეთერშიც ტელევიზიიდან წასვლასა და უმუშევრობის სირთულეებზე საუბრობს.
„მთელი ცხოვრება რომ მუშაობ, უცებ აღმოაჩენ წასასვლელი აღარსად გაქვს და მთელი შენი ცხოვრება ერთადერთი საფლავია და მეტი არაფერი. დილა თენდება და კლასიკური უმუშევრის დილა გაქვს. აღარსად არ გეჩქარება. ეს იძულებითი უმუშევრობაა“, – ამბობს მაია ასათიანი.