LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე საშიში ქვეყნები, რომელთა მონახულებაც არ ღირს – გამოცდილი მოგზაურის რჩევა

143
Capture

გერმანელმა მოგზაურმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და ყველაზე საშიში ქვეყნების სია შეადგინა. თავისი აზრი მან Daily Mail-ს გაუზიარა.

22 წლის ლუკა პფერდემნგესი მსოფლიოს 195 ქვეყნიდან 190-შია ნამყოფი და ყველაზე საშიშთა შორის რამდენიმეს ასახელებს – ავღანეთი, პაპუა-ახალი გვინეა, სომალი, სირია და ჰაიტი.

მაგალითად, ავღანეთს გერმანელი 2021 წელს, ხელისუფლებაში თალიბების მოსვლამდე ესტუმრა და ქუჩაში სროლების და აფეთქებების მომსწრე გახდა. ამჟამად კი ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა.

პაპუა-ახალ გვინეაში ლუკა ხედავდა თუ როგორ ძარცვავდნენ მანქანებს შეიარაღებული პირები, ხოლო ფრანგულ გვინეაში თავად გახდა თავდასხმის მსხვერპლი.

მოგზაურის თქმით, ამ ქვეყნების მოსახლეობა იმდენად მძიმე პირობებში ცხოვრობს, რომ მათი მონახულება ტურისტულად ცოტა უცნაურადაც კი გამოიყურება.

„ჰაიტის ქუჩებში ადგილობრივები გვიყვებოდნენ, რომ მათ არ აქვთ სასმელი წყალი და მუდმივად განიცდიან საკვების სიმცირესაც, ელექტროენერგია კი უკვე უცხო ხილია“- ამბობს ლუკა, – „ასეთ ქვეყნებში იმდენი საფრთხეებია, რომ იქ ტურისტულად მოგზაურობა არც ისე ჭკვიანურია, თუმცა მე ვცდილობ პლანეტის ყველა ქვეყანა მოვინახულო და ამ ქვეყნებისთვის გვერდის ავლა არ შემიძლია. თანაც, ხშირად სწორედ ასეთ ქვეყნებში შეგიძლია ყველაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილების მიღება.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები