ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Peope PR“ ორგანიზებით, პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საფერავის შესახებ სემინარი (Saperavi Experience: Secrets of Georgia’s Red Treasure) და დეგუსტაცია გაიმართა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/10/2024-10-17_17-37-38_764393-1024x577.jpg)
პოლონეთის დაბა პშჩევში (Pszczew) გამართულ ღონისძიებას 100-ზე მეტი ადგილობრივი სომელიე დაესწრო. მონაწილეები ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს და თანამედროვე ინდუსტრიას გაეცნენ.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/10/2024-10-17_17-36-53_481320-1024x577.jpg)
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 4.5 მლნ ლიტრი ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.