ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა ჯგუფი „მგზავრების“ მიერ 20 ოქტომბერს დაგეგმილ ზღვის უბნის პარკის გახსნის კონცერტის გაუქმებას ეხმიანება.
როგორც წიწავა აღნიშნავს, მაშინ როცა „მგზავრებს“ რუსეთში არ ეძინათ, რათა იქ კარგი კონცერტი გამოსვლოდათ, მას და „ქართული ოცნების“ ბევრ წევრს არ ეძინა იმისთვის, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო.
„თქვენ რომ არ გეძინათ, რათა რუსეთში არაერთი კარგი კონცერტი გამოგსვლოდათ და მათ კონკურსებში გაგემარჯვათ, მაგ პერიოდში მე და ბევრს „ოცნებიდან“ არ გვეძინა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა სწრაფად გაგვევლო – ასეთია ჩვენი „წარსულის ისტორია“.
რუსეთში კონცერტზე არ გითქვამთ უარი და გალამაზებულმა თბილისის ზღვისუბნის პარკმა რა დაგიშავათ? – რაც დაგემართათ, სწორედ ესაა ლიბერალური ფაშიზმის შედეგი.
„ლიბერალური ფაშიზმი არ არსებობს… ჩვენი მომავალი ევროპაშია და ვერანაირი გლობალური ომის პარტიის შიშით ამ სულისკვეთებას ვერ შეაჩერებთ“ – რას პასუხობს თბილისის მერიის განცხადებას ნინი დედალამაზიშვილი
„არსებობს სწორი და არასწორი“ – წერს ნინი დედალამაზიშვილი სოციალურ ქსელში.
ისე, ევროპის დონის პარკი კი გამოვიდა და მადლობა ყველას ვინც ეს განადგურებული ადგილი სამოთხედ აქცია – 20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკი გაიხსნება“. – წერს გრეტა წიწავა.
ინფორმაციისთვის, ჯგუფმა „მგზავრებმა” 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნასთან დაკავშირებით გასამართი კონცერტი იმ მოტივით გააუქმა, რომ ყველა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მარშზე უნდა წავიდეს.